2015 წლის 17 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოში მცხოვრებ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისთან და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით. მიზანია საქართველოდან მიგრაციის შემცირების ხელშეწყობა, პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთათვის საარსებო წყაროს შექმნის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება. პროექტის სამიზნე არეალია გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტი და აჭარის რეგიონის ქობულეთის მუნიციპალიტეტი. პროექტი ორი მიმართულებით იმუშავებს- პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთა გაძლიერება გურიისა და აჭარის რეგიონებში მათთვის ეფექტური საგანმანათლებლო, პროფესიული და ბიზნეს შესაძლებლობების უზრუნველყოფით. სექტორთაშორის თანამშრომლობის გაძლიერება მიგრაციის მართვის სისტემის შექმნისა და ამუშავების მიზნით. საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ღლონტი, პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4 ტელ: 599 15 63 84 ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.