საქართველოს სასოფლო დარბაზის მისია
სსდ-ის მისიაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის.
აღნიშნული მისიის განსახორციელებლად სსდ მჭიდროდ ითანამშრომლებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ და საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს სასოფლო დარბაზი ახორციელებს პროექტს, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“.
პროექტის ერთ - ერთი ამოცანაა მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საქმიანობის მონიტორინგის წარმოება. ამ ამოცანის ფარგლებში განხორციელდა შერჩეული ა(ა)იპ-ების მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგები მიეწოდა მუნიციპალიტეტებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელობას.
მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია ჩამოიტვირთოს აქედან:
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ ფარგლებში 30-31 ივლისს ლანჩხუთში და 1-2 აფვისტოს ჩოხატაურში ჩატარდა ტრენინგები პროექტის ფარგლებში შერჩეული ინტერვიუერებისთვის.
ტრენინგების მიზანი იყო მონაწილეებმა იცოდნენ:
მონაწილეებმა შეადგინეს მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის ანკეტები და პრაქტიკულად ჩაატარეს რამდენიმე ინტერვიუ შემთხვევით ბენეფიციარებთან.
ტრენინგები ჩაატარა პროექტის მენეჯერმა ამირან გიგინეიშვილმა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ ფარგლებში 4-5 ივნისს ლანჩხუთში და 6-7 ივნისს ჩოხატაურში ჩატარდა ტრენინგები პროექტის ფარგლებში შერჩეული მობილური ჯგუფებსითვის.
ტრენინგების მიზანი იყო მონაწილეებმა იცოდნენ:
ტრენინგი მიმდინარეობა დაფუძნებული იყო ევროპის ფონდის გამოცემებზე - „სამოქალაქო მონიტორინგი მოქალაქეთა მონაწილეობით“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის სახელმძღვანელო“.
ტრენინგები ჩაატარა პროექტის მენეჯერმა ამირან გიგინეიშვილმა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
ჩვენ გვყავს 53 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე