საქართველოს სასოფლო დარბაზის მისია
სსდ-ის მისიაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის.
აღნიშნული მისიის განსახორციელებლად სსდ მჭიდროდ ითანამშრომლებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ და საერთაშორისო დონეზე.
საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
2023 წლის სექტემბერში საქართველოს სასოფლო დარბაზმა გამართა პროექტ „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფინალური პრეზენტაცია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. პრეზენტაციები გაიმართა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მინუციპალიტეტების საკრებულოების სხდომათა დარბაზებში და მიჰყავდა პროექტის დირექორს ამირან გიგინეიშვილს.
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ლანჩხუთის მუნიციპალტეტის 3 სოფლის, ეწრის, ორაგვესა და გრიგოლეთის მოსახლეობა (1200 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 36% ახალგაზრდა),ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის, ერკეთის, დაბლაციხისა და ბურნათის მოსახლეობა (1100 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 30% ახალგაზრდა), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში ყველის ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით (CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.
საქართველოს სასოფლო დარბაზმა განახორციელა ყველის ნიმუშების შესყიდვა და ლაბორატორიული შემოწმების უზრუნველყოფა. ლანჩხუთის სხვადასხვა მაღაზიებსა და ბაზრობაზე შევიძინეთ 5 დასახელების ყველი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ქალაქ ქუთაისში. შესყიდული იქნა საქართველოში წარმოებული, ქარხნულად დამზადებული ყველის 2 ნიმუში და 3 ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობაში დამზადებული ნიმუში.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, ყველის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. ყველი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ძალზედ მნიშველოვანია მისი სისუფთავეზე შემოწმება. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხორციელდა შემოწმება ჩვენს მიერ.
შემოწმებული ნიმუშების სია:
ჩვენ გვყავს 9 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე