საქართველოს სასოფლო დარბაზმა ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის “სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ განხორციელება.
პროექტის მიზანია საქართველოს სასოფლო დარბაზისა და ადგილობრივი მედია საშუალებების კოალიციური ძალისხმევით, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში განსჯადი გავხადოთ სენაკის, ხაშურისა და ლანჩხუთის მუნიციპალური ცხრა არასამეწარმეო იურიდიული პირის (ა.ი.პ.) საქმიანობა. დავეხმაროთ ა.ი.პ.-ებს თავიანთი სერვისების გაუმჯობესებაში და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში.
კოალიცია ადგილებზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩამოაყალიბებს სამოქალაქო მონიტორინგის მობილურ ჯგუფებს. განახორციელებს სამიზნე ა.ი.პ.-ების საქმიანობის მონიტორინგის და მედიის საშუალებით მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.
საზოგადოებისათვის მიწოდებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით მომზადდება მოქალაქეთა ანგარიშგების ბარათები, ჩატარდება სამიზნე აუდიტორიის კვლევა. ა.ი.პ.-ების პერსონალი შეიძენს მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებს რათა უკეთ შეძლონ ბენეფიციარებთან კომუნიკაცია და გააუმჯობესონ მათთვის შეთავაზებული სერვისები;
პროექტის ამოცანებია:
პროექტის საბოლოო მომხმარებლებს წარმოადგენენ ხაშურის მუნიციპალიტეტის 52000 - მცხოვრები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 31000-მდე მცხოვრები და სენაკის მუნიციპალიტეტის 40000-დე მცხოვრები, როგორც მუნიციპალური სერვისების მომხმარებელი თემები, სულ მცირე 123 000 ადამიანი. ცოდნასა და უნარებს აიმაღლებს აიპ-ბის 60 წარმომადგენელი. მონიტორინგის შედეგებს გაეცნობა სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სულ მცირე 30%, პროცესში ჩაერთვებიან სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოები და მერიის სამსახურები და რა თქმა უნდა 9 მუნიციპალური აიპ-ს შემადგენლობა.