საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში დასრულდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეს მცხოვრებთა მიერ მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. სულ წარმოდგენილი იყო 2 საპროექტო იდეა: „ინტერნეტი და ტელევიზია ორაგვესთვის” და „ორაგვეში შინმოუსვლელთა სტენდისა და სკვერის რეაბილიტაცია“. 30 ხმით 3-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა იდეამ „ინტერნეტი და ტელევიზია ორაგვესთვის”. ორაგვეს მოსახლეობას ერთი თვის შემდეგ ექნება შესაძლებლობა ოჯახებში შეიყვანოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ტელევიზიის მიღების შესაძლებლობით. იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.