საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში დასრულდა სოფელ ერკეთის მცხოვრებთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. სულ წარმოდგენილი იყო 2 საპროექტო იდეა: „თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი ერკეთის ადმინისტრაციულ შენობაში“ და „მგზავრთა მოსაცდელის აშენება ერკეთში“. 43 ხმით 12-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა იდეამ „თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი ერკეთის ადმინისტრაციულ შენობაში“. ერკეთის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი სიჩქარის უფასო ინტერნეტით და ციფრული ტექნოლოგიებით.
იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.