გრიგოლეთის მოსახლეობის წარმომადგენელთა მიერ ინიცირებული იქნა სამი საპროექტო იდეა: „მინი სტადიონის რეკონსტრუქციის თანადაფინანსება გრიგოლეთში“, „ბავშვთა გასართობი ადგილი გრიგოლეთში“ და „სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრიგოლეთის სკოლაში“.საპროექტო იდეები „მინი სტადიონის რეკონსტრუქციის თანადაფინანსება გრიგოლეთში“ და „ბავშვთა გასართობი ადგილი გრიგოლეთში“ წარმოდგენილი იქნა საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვის გარეშე და შესაბამისად შეუძლებელი იქნა მათი რეალური ხარჯების გათვლა. საბოლოოდ, დარჩა ერთი საპროექტო იდეა, „სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრიგოლეთის სკოლაში“. ამ იდეამ გაიმარჯვა კენჭისყრის გარეშე კონკურენციის არ არსებობის გამო. პროექტის დასრულების შემდეგ ტრენაჟორებით ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეები, სოფლის ახალგაზრდობა და ტურისტები.
იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.