საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში 14-17 მარტს დაბა ჩოხატაურში სათემო ჯგუფებისთვის ჩატარდა ტრენინგი „მონიტორინგისა და მონაწილეობითი უნარების გაუმჯობესება“. ტრენინგს ესწრებოდნენ სოფლების ბურნათის, დაბლაციხისა და ერკეთის სათემო ჯგუფების წარმომადგენლები, მერის წარმომადგენლები იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ეს სოფლები შედიან, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და მერიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები. ტრენინგი ჩაატარა პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა. პროექტის მიზანიახელიშეეწყოს ლანჩხუთისა და ჩოხატაურისმუნიციპალიტეტების სოფლებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის წარმართვას და საზოგადოების მონაწილეობით სოფლების განვითარების ხელშეწყობას რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობას, მათ პოლიტიკას გახდის მოსახლეობაზე მეტად ორიენტირებულს, გაზრდის მოსახლეობის ჩართულობისხარისხს. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.