ადგილობრივი თვითმმართველობისთვისძალზედ მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა, ყოველდღიური და სტრატეგიული საქმიანობის დაგეგმვის, ამ საქმიანობის განხორციელებისა და მისი მონიტორინგის საჯაროობა. მიუხედავად იმისა, რომ მერსა და საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების ვადით მოსახლეობისგან დელეგირებული აქვთ ადგილობრივი მართვის უზრუნველყოფა, როგორც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ასევე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და თვითმმართველობის ქარტია მათ ავალდებულებს მოსახლეობის მუდმივ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქმიანობის გამჭვირვალეობას და ღია ანგარიშგებას.რა სჭირდება კონკრეტულ დასახლებას, სოფელს ყველაზე მეტად ამ სოფლის მოსახლეობამ იცის. მაგრამ რეალურად მოსახლეობა არ არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისი აზრი მეტნაკლებად გათვალისწინებულია მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებით და ისიც დაგეგმვის ეტაპზე და არა განხორციელების მონიტირინგსა და ანგარიშგების დროს. ინფრასტრუქტურული, სოციალური, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამების დაგეგმვის პროცესში ბენეფიციართა მონაწილეობა ძალიან მწირია და გათვლილია მხოლოდ იმ მიმდინარე საჭიროებებზე, რომლის გადაჭრასაც მაჟორიტარი საკრებულოს წევრი, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და/ან მუნიციპალური სამსახურები თვლიან საჭიროდ. ასევე სახეზეა მუნიციპალიტეტების მხრიდან სოფლებში შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის პროცესში მოსახლეობის ჩართვის ძალიან დაბალი ხარისხი. ადგილობრივებისთვის სრულიად უცნობი რჩება კონკრეტულად რაში გაიხარჯა გადასახადის გადამხდელთა ფული, რამდენად აკმაყოფილებს შესრულებული სამუშაო ან სერვისი ხარისხის სტანდარტებს.
პროექტის “თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ხელი შეეწყოს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის წარმართვას და საზოგადოების მონაწილეობით სოფლების განვითარების ხელშეწყობას რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობას, მათ პოლიტიკას გახდის მოსახლეობაზე მეტად ორიენტირებულს, გაზრდის მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს. ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულია შემდეგი ამოცანების განხორციელება:
პროექტის სამიზნე ჯგუფებია1.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობა (1200 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 36% ახალგაზრდა). 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა (1100 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 30% ახალგაზრდა). 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო. 4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო. პირდაპირი ბენეფიციარები არიან 6 სოფლის სათემო ჯგუფების წევრები სულ 30 წევრი, მათგან სავარაუდოდ 45% ქალი და 30% ახალგაზრდა; ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოების 6 წევრი და მერების 6 წარმომადგენელი; პროექტის ფარგლებში ჩატარებული მუნიციპალური სერვისებით მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის კვლევების რესპოდენტები, 420 მოქალაქე, მათგან 50% ქალი და 33% ახალგაზრდა; სოფლებში საჯარო განხილვების მონაწილე მოქალაქეები,180 პირი, მათგან 60% ქალი და 30% ახალგაზრდა; სოფლებში დასანერგი საპროექტო იდეების შერჩევის ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილე 800- მდე პირი. არაპირდაპირიბენეფიციარები არიან ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ზოგადად.
პროექტის განხორციელების შედეგად
პროექტი გაგრძელდება 9 თვეს და დასრულდება 2023 წლის სექტემბერში. ბიუჯეტი შეადგენს 59850 ლარს. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
We have 61 guests and no members online