საქართველოს სასოფლო დარბაზი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მცხოვრებთა საპროექტო იდეებს დააფინანსებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს იდეების ელექტრონული კენჭისყრა ორაგვედან (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). წარმოდგენილია ორი იდეა: ა) სოფლის მწვანე ზონის რეაბილიტაცია და ბ) ინტერნეტი და ტელევიზია ორაგვესთვის. სოფლის მოსახლეობას შეუძლია ხმის მიცემა კომპიუტერით ან ტელეფონით. ამიტომ. 1. შედით კომპიუტერით ან ტელეფონით საიტზე www.idealanchkhuti.ge , 2. დააჭირეთ მარცხნივ მდებარე ღილაკს „ხმის მიცემა“. 3. დარეგისტრირდით სისტემაში შესასვლელად .4) შედით სისტემაში და მიეცით ხმა. შენი ხმა მნიშვნელოვანია.
We have 23 guests and no members online