ლანჩხუთი. 2024 წლის 10 ივლისი - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს სასოფლო დარბაზმა მოაწყვეს საჯარო შეხვედრა, თემაზე „ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის - სურსათის უვნებლობისადა განათლების სექტორები“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობისა და განათლების სექტორებში საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის როლის თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირებას და ამ საკითხზე საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ პრეზენტაცია გააკეთა და მიმოიხილა ევროკავშირში მოქმედი სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების სისტემა, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების დაწყებაში და ევროკავშირის მიერ ამ მიმართულებით საქართველოსათვის გაწეული დახმარება. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა.
ღონისძიების მეორე მომხსენებელმა, მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ მიმოიხილა ევროპული განათლების უპირატესობები, საუნივერსიტეტო სისტემების თავისებურებები და შესაძლებლობები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ქართველმა ახალგაზრდებმა. გამომსვლელმაისაუბრა კონკრეტულადრაგზებს სახავს ევროპაამ მიმართულებით, როგორ შეიძლება ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული განათლების სიკეთეებით სარგებლობა და რატომაა ის უპირატესი სხვა საუნივერსიტეტო სისტემებთან შედარებით.
ღონისძიებას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიის, ადგილობრივი ხელისუფლებისადა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
„2010 წლიდან დღემდე, საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების მთავარი მამოძრავებელი ევროკავშირთან ინტეგრაცია იყო. ამასთან ერთად, ფასდაუდებელია ევროკავშირის ფინანსური, მატერიალური, თუ ტექნიკური დახმარება ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით,რომელიც გაწეულ იქნა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების გასაზრდელად. იმედი გვაქვს, რომ რეფორმები და ევროკავშირის მხრიდან მათი მხარდაჭერა გაგრძელდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოში სურსათის უვნებლობა ისეთივე დონეზე იყოს დაცული, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია“ - განაცხადა CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ.
„განათლება დიდი ხანია პრიორიტეტია ევროპულ ოჯახში, შესაბამისად ესაა იდეალური სივრცე, რომ ახალგაზრდები დაეუფლონ სასურველ პროფესიას, განვითარდნენ, სრულყონ საკუთარი ცოდნა და თავისი პროფესიონალიზმი საქართველოს მოახმარონ. ევროპული ოჯახი ნიშნავს განათლების მეტ ხელმისაწვდომობას და საკუთარი მიზნების მიღწევის გზაზე ხელშეწყობას.“
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით. საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი, CSRDG, PR მენეჯერი.
We have 34 guests and no members online