ახალგაზრდა ლიდერების ბანაკი პატარძეულში

გადასვლები: 2712

pat1პროექტის "სასოფლო თემების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში" ფარგლებში  ტრენინგ ცენტრ "ვილა გეორგიკაში" დაიწყო ახალგაზრდა ლიდერების ბანაკი. მონაწილეები წარმოადგენენ ქობულეთის, სამტრედიის ვანის, ხობის, ზუგდიდის, ქარელის, ბორჯომის, საგარეჯოს სოფლებს. ისინი აიმაღლებენ ცოდნასა და უნარ ჩვევებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ლიდერობა, კომუნიკაცია, პრეზენტაცია, პროექტების წერა და მართვა. დაგეგმილია ბანაკის მონაწილე ახალგაზრდების მიერ მათ სოფლებში მცირე პროექტების განხორციელება.

პროექტს ახორციელებენ პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორი", საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" და საქართველოს სასოფლო დარბაზი. პროექტს აფინანსებენ "პოლონეთის სოლიდარობის ფონდი" და "პოლონეთის დახმარება".