საქართველოს სასოფლო დარბაზის მისია
სსდ-ის მისიაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის.
აღნიშნული მისიის განსახორციელებლად სსდ მჭიდროდ ითანამშრომლებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ და საერთაშორისო დონეზე.
2021 წლის 22-25 თებერვალს სენაკში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "სასპორტო გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "საზოგაროებრივია მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.
2021 წლის 8-11 თებერვალს საქართველოს სასოფლო დარბაზის ოფისში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები. ტრენინგს ასევე დაესწრნენ ახლად დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების "ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის" და "რუდუნის" წარმომადგენლები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.
ჩვენ გვყავს 12 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე