darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)

FB

  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 148 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

საწყისი

ყველის ნაწარმის შემოწმება ლანჩხუთში

შექმნილია 06 ოქტომბერი 2023 გადასვლები: 7905

Logo Geo
საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში ყველის ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით 
(CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. 

საქართველოს სასოფლო დარბაზმა განახორციელა ყველის ნიმუშების შესყიდვა და ლაბორატორიული შემოწმების უზრუნველყოფა. ლანჩხუთის სხვადასხვა მაღაზიებსა და ბაზრობაზე შევიძინეთ 5 დასახელების ყველი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ქალაქ ქუთაისში. შესყიდული იქნა საქართველოში წარმოებული, ქარხნულად დამზადებული ყველის 2 ნიმუში და 3 ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობაში დამზადებული ნიმუში.

IMG 3466

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, ყველის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. ყველი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ძალზედ მნიშველოვანია მისი სისუფთავეზე შემოწმება. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხორციელდა შემოწმება ჩვენს მიერ.

შემოწმებული ნიმუშების სია:

ვრცლად...

ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის თემაზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

შექმნილია 11 აგვისტო 2023 გადასვლები: 7535

IMG 2925aლანჩხუთი. 2023 წლის 11 აგვისტო -ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს  სასოფლო დარბაზმა“  ორგანიზება  გაუწიეს საჯარო  შეხვედრას,  თემაზე „სურსათის      უვნებლობის      სახელმწიფო      კონტროლი      საქართველოში“,                   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ვრცლად...

პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება"

შექმნილია 01 აგვისტო 2023 გადასვლები: 6709

პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ხორციელდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.

პროექტი მიზნად ისახავს:

ვრცლად...

ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია

შექმნილია 10 ივლისი 2023 გადასვლები: 5841
eweriსაქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში დასრულდა სოფელ ეწრის მცხოვრებთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. სულ წარმოდგენილი იყო 2 საპროექტო იდეა: "ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია" და "ეწრის ამბულატორიის შეღობვის თანადაფინანსება". 57 ხმით 17-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა იდეამ "ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია".  ეწრის მოსახლეობას აქვს კაპიტალურად შემოღობილი საბავშვო ბაღის ეზო. 
იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. 
 

სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრიგოლეთის სკოლაში

შექმნილია 12 ივლისი 2023 გადასვლები: 5209

2გრიგოლეთის მოსახლეობის წარმომადგენელთა მიერ ინიცირებული იქნა სამი საპროექტო იდეა: „მინი სტადიონის რეკონსტრუქციის თანადაფინანსება გრიგოლეთში“, „ბავშვთა გასართობი ადგილი გრიგოლეთში“ და „სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრიგოლეთის სკოლაში“.საპროექტო იდეები „მინი სტადიონის რეკონსტრუქციის თანადაფინანსება გრიგოლეთში“ და „ბავშვთა გასართობი ადგილი გრიგოლეთში“ წარმოდგენილი იქნა საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვის გარეშე და შესაბამისად შეუძლებელი იქნა მათი რეალური ხარჯების გათვლა. საბოლოოდ, დარჩა ერთი საპროექტო იდეა, „სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრიგოლეთის სკოლაში“. ამ იდეამ გაიმარჯვა კენჭისყრის გარეშე კონკურენციის არ არსებობის გამო. პროექტის დასრულების შემდეგ ტრენაჟორებით ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეები, სოფლის ახალგაზრდობა და ტურისტები.

იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

 

თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი ერკეთში

შექმნილია 03 ივლისი 2023 გადასვლები: 5105

ერკეთისაქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში დასრულდა სოფელ ერკეთის მცხოვრებთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. სულ წარმოდგენილი იყო 2 საპროექტო იდეა: „თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი ერკეთის ადმინისტრაციულ შენობაში“ და „მგზავრთა მოსაცდელის აშენება ერკეთში“. 43 ხმით 12-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა იდეამ „თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი ერკეთის ადმინისტრაციულ შენობაში“.  ერკეთის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი სიჩქარის უფასო ინტერნეტით და ციფრული ტექნოლოგიებით. 

იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. 

 

მეტი სტატია...

  1. დაბლაციხეში შინმოუსვლელთა სტენდისა და პარკის კეთილმოწყობა
  2. ბურნათის ცენტრში რეკრიაციული ზონის მოწყობა
  3. ინტერნეტი ორაგვესთვის
  4. ხმა მიეცი სასურველ იდეას ორაგვესთვის

Page 4 of 13

  • Start
  • წინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com