პრესკონფერენცია სენაკში

გადასვლები: 315

Senakiსაქართველოს სასოფლო დარბაზმა პროექტის "სასოფლო დასახლებების თვითორგანიზბა ადგილბრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც დაიწყო ევროპის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, 7 აგვისტოს  სენაკში გამართა პრესკონფერენცია ადგილობრივ ,მედიასაშუალებებთან. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სენაკის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და სენაკის სასოფლო დარბაზის წარმომადგენლები.

პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა და რეგიონულმა კოორდინატორმა ხვიჩა მაშავამ ისაუბრეს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ხაშურის, სენაკისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას, დასახლებათა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.