პრესკონფერენცია ხაშურში

გადასვლები: 299

DSC 0279საქართველოს სასოფლო დარბაზმა პროექტის "სასოფლო დასახლებების თვითორგანიზება ადგილბრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც დაიწყო ევროპის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, 13 აგვისტოს  ხაშურში გამართა პრესკონფერენცია ადგილობრივ ,მედიასაშუალებებთან. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ხაშურის საკრებულოს წევრები და სენაკის სასოფლო დარბაზის წარმომადგენლები.

პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ისაუბრა დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ხაშურის, სენაკისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას, დასახლებათა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.