ტრენინგ კურსი ლანჩხუთის მუნიციპალური აიპ-ბის თანამშრომლებისთვის

გადასვლები: 202

148620607 839961146844892 7106917238315259970 n 2021 წლის 8-11 თებერვალს საქართველოს სასოფლო დარბაზის ოფისში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები. ტრენინგს ასევე დაესწრნენ ახლად დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების "ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის" და "რუდუნის" წარმომადგენლები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.