თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის

შექმნილია 12 იანვარი 2023 გადასვლები: 813

ადგილობრივი თვითმმართველობისთვისძალზედ მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა, ყოველდღიური და სტრატეგიული საქმიანობის დაგეგმვის, ამ საქმიანობის განხორციელებისა და მისი მონიტორინგის საჯაროობა. მიუხედავად იმისა, რომ მერსა და საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების ვადით მოსახლეობისგან დელეგირებული აქვთ ადგილობრივი მართვის უზრუნველყოფა, როგორც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ასევე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და თვითმმართველობის ქარტია მათ ავალდებულებს მოსახლეობის მუდმივ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქმიანობის გამჭვირვალეობას და ღია ანგარიშგებას.რა სჭირდება კონკრეტულ დასახლებას, სოფელს ყველაზე მეტად ამ სოფლის მოსახლეობამ იცის. მაგრამ რეალურად მოსახლეობა არ არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისი აზრი მეტნაკლებად გათვალისწინებულია მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებით და ისიც დაგეგმვის ეტაპზე და არა განხორციელების მონიტირინგსა და ანგარიშგების დროს. ინფრასტრუქტურული, სოციალური, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამების დაგეგმვის პროცესში ბენეფიციართა მონაწილეობა ძალიან მწირია და გათვლილია მხოლოდ იმ მიმდინარე საჭიროებებზე, რომლის გადაჭრასაც მაჟორიტარი საკრებულოს წევრი, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და/ან მუნიციპალური სამსახურები თვლიან საჭიროდ. ასევე სახეზეა მუნიციპალიტეტების მხრიდან სოფლებში შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის პროცესში მოსახლეობის ჩართვის ძალიან დაბალი ხარისხი. ადგილობრივებისთვის სრულიად უცნობი რჩება კონკრეტულად რაში გაიხარჯა გადასახადის გადამხდელთა ფული, რამდენად აკმაყოფილებს შესრულებული სამუშაო ან სერვისი ხარისხის სტანდარტებს.

პროექტის “თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ხელი შეეწყოს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის წარმართვას და საზოგადოების მონაწილეობით სოფლების განვითარების ხელშეწყობას რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობას, მათ პოლიტიკას გახდის მოსახლეობაზე მეტად ორიენტირებულს, გაზრდის მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს. ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულია შემდეგი ამოცანების განხორციელება:

  • ლანჩხუთისადაჩოხატაურისმუნიციპალიტეტების 3-3 სოფელში, კერძოდ კი ლანჩხუთის სოფლებში ეწერში, გრიგოლეთსა და ორაგვეში, ჩოხატაურის სოფლებში ბურნათში, დაბლაციხესა და ერკეთშისათემოჯგუფებისლიდერთაშერჩევასაზოგადოებრივიმონიტორინგისპროცესისდასაწყებადდაშემუშავებულიდასკვნებისადარეკომენდაციებისლობირებისთვისადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტარი საკრებულოს წევრების ჩართულობით.
  • შერჩეულისათემოჯგუფებისლიდერებისთვისცოდნისადაუნარ-ჩვევებისამაღლებასაზოგადოებრივმონიტორინგს, მოსახლეობისგამოკითხვისმეთოდებს, მონაწილეობის ფორმებსა და მონაწილეობით ბიუჯეტირებაში.
  • შერჩეულდასახლებებშიმუნიციპალიტეტისმიერგაწეული საქმიანობის სათემო ჯგუფების მიერ მონიტორინგის პროცესის წარმართვა.
  • ადგილობრივიგანვითარებისინიციატივებისხელშეწყობასამოქალაქობიუჯეტირების პროცედურების გამოყენებითა და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობით.
  • შერჩეულიდასახლებების მცხოვრებთა და მაჟორიტარების მიერ პროცესის ლობირება, რათა ადგილობრივი ხელისუფლებამ განახორციელოს მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება.

პროექტის სამიზნე ჯგუფებია1.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობა (1200 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 36% ახალგაზრდა). 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა (1100 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 30% ახალგაზრდა). 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო. 4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო. პირდაპირი ბენეფიციარები არიან 6 სოფლის სათემო ჯგუფების წევრები სულ 30 წევრი, მათგან სავარაუდოდ 45% ქალი და 30% ახალგაზრდა; ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოების 6 წევრი და მერების 6 წარმომადგენელი; პროექტის ფარგლებში ჩატარებული მუნიციპალური სერვისებით მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის კვლევების რესპოდენტები, 420 მოქალაქე, მათგან 50% ქალი და 33% ახალგაზრდა; სოფლებში საჯარო განხილვების მონაწილე მოქალაქეები,180 პირი, მათგან 60% ქალი და 30% ახალგაზრდა; სოფლებში დასანერგი საპროექტო იდეების შერჩევის ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილე 800- მდე პირი. არაპირდაპირიბენეფიციარები არიან ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ზოგადად.

პროექტის განხორციელების შედეგად

  • გაღრმავდება თანამშრომლობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სათემო ჯგუფებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.
  • ჩამოყალიბდება თანამშრომლობითი და საქმიანი გარემო პროექტის გუნდსა და შესაბამისი სოფლების მიერ არჩეულ მაჟორიტარ საკრებულოს წევრებს შორის.
  • დასახლებებში შეიქმნება აქტიური სამოქალაქო ჯგუფები, რომელთაც ექნებათ კომპეტენცია, შესაძლებლობა და მოტივაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში გაუწიონ მონიტორინგი ხელისუფლების მიერ ადგილობრივი განვითარების პროცესს.
  • ჯგუფების წევრები გაერკვევიან როგორ შეადგინონ პეტიცია და გათვითცნობიერებული იქნებიან მონაწილეობით ბიუჯეტირებაში მოსახლეობის ჩართვის მეთოდებში.
  • პროექტის გუნდის ფასილიტაციით და უშუალოდ სათემო ჯგუფების მიერ მომზადებული და მუნიციპალიტეტისთვის მიწოდებული დასკვნები და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად წარმოაჩენს მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული საქმიანობით მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხს და ამავდროულად ასახავს სოფლის მცხოვრებთა საჭიროებებს.
  • მოსახლეობას რეალურად მიეცემა საშუალება შეაფასოს მათთვის შეთავაზებული სერვისების ეფექტურობა. მიზნობრივ სოფლებში მკვეთრად გაუმჯობესდება სამოქალაქო აქტიურობის ხარისხი.
  • მოსახლეობა ჩაერთვება ადგილზე ინიცირებული სათემო პროექტების შერჩევის, განხორციელების, მონიტორინგის პროცესში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ სამოქალაქო აქტიურობას.
  • ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოების და მერიების მიერ სოფლების მოსახლეობის საჭიროებათა და შემუშავებული რეკომენდაციების, პეტიციის საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობის მონაწილეობის სურვილს და აამაღლებს საჯარო სტრუქტურების ავტორიტეტს.

პროექტი გაგრძელდება 9 თვეს და დასრულდება 2023 წლის სექტემბერში. ბიუჯეტი შეადგენს 59850 ლარს. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

canlı maç izle selcuksports deneme bonusu deneme bonusu veren siteler bahis siteleri jojobet Hack forumPHP Shell indirbetco bahis sitelerikareasbet girişkareasbet girişsiyah bayrak aynagobahis girişasper casino girişbetingoyabancı dizi izledeneme bonusu veren sitelercasino sitelerikareasbet girişbahis forum siteleriftn bahis siteleriBets10 Pokerforum bahisbetboss girişMucize 2 izlediziworld.probeylikdüzü escortesbet girişesbet güncel girişbullbahisCasibom girişcasino siteleriesenyurt escortbeylikdüzü escortbeylikduzu escortistanbul escortistanbul escortesenyurt escortmariobet girişbetkom giriştipobet girişbetkomtarafbettarafbettarafbetbetkombetturkey girişbetturkey girişbetturkey twittersahabetmariobet güncel girişmariobet30 TL Bonus Veren Bahis Siteleri betmatikmariobetonwinbetistsüpertotobetgrandpashabet telegramBetist Girişgüncel deneme bonusu veren siteleryeni açılan deneme bonusu veren sitelerslot sitesi xslottipobet bahis sitesi