მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში

შექმნილია 16 თებერვალი 2015 გადასვლები: 3860

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ს.ს.ი.პ. მეწარმეობის განვითარების სააგენტო იწვევს ორგანიზაციებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაციის მოწოდების (დალუქული კონვერტით) ბოლო ვადაა 2015 წლის 23 თებერვალი 18 საათი, ს.ს.ი.პ. მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5/16-18, 0102.

აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, რეგიონული ბაზრების განვითარება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, მიკრო-ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის აღწერა და მოსალოდნელი შედეგები პროგრამის  განხორციელების  შედეგად  მოსალოდნელია  მსხვილ  ქალაქებსა  და  რეგიონს

შორის  ეკონომიკური  უთანასწორობის  შემცირება,  რაც,  თავის  მხრივ  გავლენას  მოახდენს

შემდეგ ფაქტორებზე:

•           რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა;

•           რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაცია (დედაქალაქში ან/და საზღვარგარეთ);

•           რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრება.

•           რეგიონალური პროდუქციის დივერსიფიკაცია;

•           ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატება;

•           დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა.

პროგრამის შედეგი გაიზომება შემდეგი კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლების საშუალებით:

•           რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების რაოდენობის ზრდა,

•           სამუშაო ადგილების ზრდა,

•           მიკრო და მცირე ბიზნესის ბრუნვის ზრდა,

•           მიკრო და მცირე ბიზნესის მოგების ზრდა,

•           მიკრო და მცირე ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ზრდა,

•           მიკრო და მცირე ბიზნესში (რე)ინვესტირების ხანგრძლივობის და მოცულობის ზრდა.

პროგრამის განხორციელება მოხდება 26 თვის განმავლობაში.

პროგრამაში  ჩართვა           შეუძლია       ფიზიკურ      პირს,  რომელიც      პროგრამაში  ჩართვისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება:

ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე;

ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე;

გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებზე.

პროგრამის ხელშეწყობის მექანიზმი/მეთოდოლოგია ითვალისწინებს თანამონაწილეობრივი დაფინანსების  გაცემას  სამიზნე  რეგიონებში  დამწყებ  და  არსებულ  მეწარმე  სუბიექტზე (გარდა იურიდიული პირისა)/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე (არაუმეტეს სამი მეწარმე სუბიექტისგან            (გარდა                       იურიდიული           პირისა)                      შექმნილი      ამხანაგობა).            დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5000 (ხუთიათასი) ლარით ერთ მეწარმეზე, რაც მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 (თხუთმეტი ათას) ლარს შეადგენს. მეწარმე სუბიექტის/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტისა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია            ტექნიკური   დახმარება    ტრენინგების,           და       ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.

პროგრამა გათვლილია რეგიონის მოსახლეობაზე (თბილისის გარდა) და ითვალისწინებს მიკრო     და            მცირე ბიზნესის       დაფინანსებას          რეგიონში      მცხოვრები    მოსახლეობის პროპორციულად. აღნიშნული კონკურსი ვრცელდება შემდეგ ლოტებზე:

სამიზნე რეგიონები:

1.   ლოტი 1 - აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი (მოსახლეობა1,011,700 ადამიანი, -

რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 30.5%) - სავარაუდო ბიუჯეტი 6,100,000 ლარი

2.   ლოტი 2 - კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი (მოსახლეობა 827,600 ადამიანი -

რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 25%) - სავარაუდო ბიუჯეტი 5,000,000 ლარი

თითოეულ ლოტში გაერთიანებულ თვითმმართველ ქალაქებში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებზე დასაშვებია გაიცეს ლოტის მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 20 პროცენტისა.

ლოტის მიხედვით პროგრამის იმპლემენტაცია შეიძლება განახორციელოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა (ორგანიზაცია), გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა. ერთი და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს საპროექტო წინადადება არაუმეტეს ორ ლოტზე. ერთ ლოტზე დასაშვებია ორი ან მეტი ორგანიზაციის ერთობლივი (ორგანიზაციათა ჯგუფის) მონაწილეობა.

ორგანიზაციები, რომლებიც ჩაერთვებიან პროგრამის შემუშავებაში, წარმოადგენენ შემდეგ ინფორმაციას:

•           მიკრო   და   მცირე   მეწარმეობის   ხელშეწყობის   პროგრამის   მსგავსი   პროგრამების განხორციელების ორგანიზაციული გამოცდილება,


•           ეკონომიკური           განვითარების          პროექტების  განხორციელების    ორგანიზაციული გამოცდილება სამიზნე რეგიონებში,

•           პროგრამის განხორციელებისთვის წარდგენილი მმართველი გუნდის კვალიფიკაცია და გამოცდილება (თანამშრომელთა რეზუმე (CV)),

•           პროგრამის   განხორციელებისათვის   მოთხოვნილი   ადმინისტრირების   დეტალური ბიუჯეტი. ბიუჯეტი აუცილებელია იყოს დეტალურად და გასაგებად გაწერილი. ადმინისტრაციული                        ხარჯები        უნდა  განცალკევდეს         ბენეფიციარებისთვის დასაფინანსებლად            გამოყოფილი            თანხებისგან.           აუცილებელია         ტრანზაქციების დეტალური აღწერა და ასევე ინფორმაციას ყველა გადასახადის შესახებ, რომელიც დაეკისრება ორგანიზაციას ეკონომიკურის საქმიანობის გაწევისას.

საპროექტო წინადადების მოთხოვნები ორგანიზაციებისთვის

საპროექტო  წინადადების  მოცულობა  არ  უნდა  აღემატებოდეს  10  გვერდს  (დანართების გარეშე) და უნდა მოიცავდეს შემდეგს:

•           ინფორმაცია  კერძო სამართლის   იურიდიული           პირის შესახებ          (დასახელება,

საკონტაქტო ინფორმაცია, შერჩეული ლოტი, მოთხოვნილი ბიუჯეტი);

•           ორგანიზაციული    გამოცდილება          და       შესაბამისობა            პროგრამის    ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობასთან. გამოცდილება შერჩეულ რეგიონ(ებ)ში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

•           მიკრო  და  მცირე  მეწარმეობის  განვითარების  ხედვა  და  სტრატეგია  შერჩეული რეგიონ(ებ)ის ჭრილში;

•           პროგრამის   მიზნები,   მოსალოდნელი   შედეგები   და   შედეგების   განმსაზღვრელი ინდიკატორები.       ასევე  ინფორმაცია  პროგრამის    ფარგლებში   დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ;

•           პროგრამის    „PR”    გეგმა. აუცილებელია         მოხდეს          „PR”    გეგმის            და       მასთან დაკავშირებული აქტივობების დეტალური გაწერა;

•           პროგრამის განხორციელების შემოთავაზებული მეთოდოლოგია, რომელიც       უნდა იყოს            იდენტური,  პროექტის      ორგანიზაციათა       ჯგუფის         მიერ   განხორციელების შემთხვევაში;

•           დროში  გაწერილ  საქმიანობათა  ნუსხა  თვეების  მიხედვით,  რომელიც  სულ  მცირე მოიცავს შემდეგ ეტაპებს (სამოქმედო გეგმა):

•           პროგრამის ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია


•           დაფინანსების გრაფიკი

•           დაფინანსების          გრაფიკის       შესაბამისად მობილიზაცია          და       მეწარმე სუბიექტებისთვის განკუთვნილი განაცხადის ფორმების გავრცელება

•           განაცხადის   საფუძველზე            შერჩეული    მეწარმე          სუბიექტების

დატრენინგება პროექტის (ბიზნეს გეგმა) შედგენაში

•           პროექტის (ბიზნეს გეგმა) შეფასება და ტრენინგის ეტაპისთვის მეწარმე სუბიექტების შერჩევა

•           ტრენინგის    შემდგომ        წარმოდგენილი/დაზუსტებული პროექტის

(ბიზნეს გეგმა) შეფასება/კორექტირება

•           პროექტის დამტკიცება დასაფინანსებლად

•           პროგრამის    ბენეფიციართა         მიერ   წარდგენილი            პროექტების დაფინანსების რეკომენდაცია

•           დაფინანსებული     პროგრამის    ბენეფიციართა         კონსულტაციები,

ტრენინგები და სხვა ტექნიკური დახმარება

•           დაფინანსებული მიკრო და მცირე ბიზნესის ერთწლიანი ეტაპობრივი მონიტორინგი და შეფასება

•           მეორე და შემდგომი დაფინანსების გრაფიკი იგივე სქემის მიხედვით

•           პროგრამის დახურვის ფაზა და საბოლოო ანგარიში

ორგანიზაციებმა, საპროექტო წინადადების შედგენის დროს უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები:

-           პროგრამის    განმავლობაში          მოსალოდნელია      დაფინანსების          ორ-სამ           ეტაპად განხორციელება (დაფინანსების გრაფიკი)

-           დაფინანსების          გრაფიკით                 გათვალისწინებული          ვადები           უზრუნველყოფს დაფინანსებული                 მიკრო და       მცირე ბიზნესის       დაკვირვებას/განვითარებას დაფინანსების გაცემიდან სულ მცირე 12 თვის განმავლობაში

-           უპირატესობა ენიჭება ახალი მიკრო და მცირე ბიზნესის შექმნას

-           დაფინანსება            შესაძლებელია         გაიცეს            მხოლოდ       საგადასახადო            ორგანოებში გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.

-           პროგრამის    ფარგლებში   წახალისებულია      ინოვაციური,            მომსახურებაზე ორიენტირებული მიკრო და მცირე ბიზნესების შექმნა/განვითარება და ქალების მიერ ბიზნესის წამოწყება.

გთხოვთ, წარმოადგინოთ მასალების სრული პაკეტი აკინძული სახით  ერთიან დოკუმენტად (აკინძული ვერსია  1  ეგზემპლარად)  ასევე  თან  დაურთოთ  წარმოდგენილი  აკინძული მასალის ელექტრონული ვერსია  დისკზე (CD – 10 ეგზემპლარად), დალუქულ კონვერტში.

აუცილებელია         დალუქულ    კონვერტზე   მიეთითოს:   ,,მიკრო   და   მცირე   მეწარმეობის

ხელშეწყობის პროექტი“ და წარმომდგენი ორგანიზაციის სახელი.


deneme bonusu veren sitelerbetco bahis sitelerikareasbet girişkareasbet girişcasino sitelerikareasbet girişsiyah bayrak aynabeylikdüzü escortgobahis girişasper casino girişbetingoyabancı dizi izleftn bahis siteleriBets10 Pokerforum bahisesbet girişbetboss girişesbet güncel girişbullbahisMucize 2 izleesenyurt escortbeylikdüzü escortbeylikduzu escortistanbul escortistanbul escortesenyurt escort30 TL Bonus Veren Bahis Siteleri betmatikmariobetonwinbetistsüpertotobetgrandpashabet telegramBetist Girişgüncel deneme bonusu veren siteleryeni açılan deneme bonusu veren sitelerslot sitesi xslottipobet bahis sitesidiziworld.proPHP Shell indirbetturkeybetturkeybetparkjojobetbetpark girişbetistmarsbahis girişbetturkeybetturkey girişBinance Kayıt OlmaBetnano girişPusulabetsuperbetinbetturkeycasibomparibahis