კონკურსი ტრეინინგ კურსში მონაწილეობის მიღებაზე

გადასვლები: 2719

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აცხადებს განაცხადების მიღებას, ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის" ფარგლებში, საქართველოს სასოფლო დასახლებებში მცხოვრები სათემო და სამოქალაქო ლიდერებისაგან ტრეინინგ კურსში მონაწილეობის მისაღებად.



ტრეინინგ კურსი მოიცავს შედეგ თემებს: 

** ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზა (საქართველოს მთავრობის მიერ თვითმმართველობის კოდექსში მომზადებული ცვლილებების და დამატებების შესახებ კანონპროექტის ჩათვლით); 
** მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები ადგილობრივ თვითმმართველობაში; 
** სათემო მობილიზაცია 
** საჯარო ინფორმაცია.

ტრეინინგები ჩატარდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა ინდივიდებმა ან ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი სახელი გვარი/ დასახელება, სრული საკონტაქტო ინფორმაცია (ფიზიკური პირების შემთხვევაში რეგისტრაციის ადგილი),საქმიანობის სფერო და ერთი აბზაცი ტექსტი, თუ რატომ სურთ ამ ტრეინინგებში მონაწილება. ეს წარდგინება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 17 აპრილი დღის 6 საათი

პროექტი " სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის" დაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ და ხორცილდება კონსორციუმის მიერ რომელშიც შედიან: საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია; ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო; ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა ასოციაცია (საფრანგეთი). პროექტი დაიწყო 2014 წლის ივლისში და გაგრძელდება 2016 წლის სექტემბრამდე. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.