სასკოლო მზაობის ცენტრი გუთურში

გადასვლები: 2966

chჩოხატაურის სასოფლო დარბაზის გამგეობის თავმჯდომარის როლანდი სიხარულიძის ინიციატივით, საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას დახმარებით და პოლონეთის საელჩოს საქართველოში დაფინანსებით, სოფელ გუთურში 24 ოქტომბერს გაიხსნა სასკოლო მზაობის ცენტრი, რომელიც სპეციალლური პროგრამით მოამზადებს 5-6 წლის ბავშვებს სასკოლოდ. მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსმა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, თავისი მამისეული დაგვითმო, სადაც დროებით განთავსდა სასკოლო მზაობის ცენტრი, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ, ასევე აღსანიშნავია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ირაკლი კუჭავას მხარდაჭერა ამ სასიკეთო საქმეში. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი მხარდაჭერისთვის.

სასკოლო მზაობის ცენტრი არ არის მარტო ამ სოფლისთვის განკუთვნილი, ის მოემსახურება მოსაზღვრე სოფლებსა და დაბას.

ჩოხატაურის სასოფლო დარბაზი