საქართველოს სოფლების მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა საზოგადოებრივი საბჭოების, როგორც საზოგადოებს ჩართულობის ფორმების მიმართ

გადასვლები: 1777

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხები ძალიან ზოგადად შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო მონაწილეობის ფორმებზე კანონპროექტის შემუშავება. არსებობს სხვადასხვა ალტერნატივები საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების - როგორც მონაწილეობის მექანიზმის თაობაზე. მნიშვნელოვანია ამ ალტერნატივების განხილვა მოსახლეობასთან სანამ ის საკანონმდებლო სახეს მიიღებს. ეს უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას და  გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხს.სწორედ ამ მიზნით

და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოს სასოფლო დარბაზი გურიის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის სოფლებში ატარებს შეხვედრებს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან. სასოფლო დარბაზის წევრებმა უკვე მოაწყვეს 16 შეხვედრა. შეხვედრებზე დაფიქსირდა სოფლის მოსახლეობის მოსაზრებები კანონპროექტთან მიმართებაში. შედეგები გაანალიზდება და მიეწოდება საპარლამენტო კომიტეტს.