ტრენინგი სამუშაო ჯგუფებისთვის

გადასვლები: 2651

trenozპროექტის "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს განვითარებისთვის" ფარგლებში, "ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" ოფისში ჩატარდა ტრენინგ ციკლი სტრატეგიული გეგმების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ გურიის სანაპირო ოთხი დასახლების არჩეული სამუშაო ჯგუფების წევრები, მათ შორის ლანჩხუთისა და ოზურგეთის საკრებულოს წევრები და გამგებლის წარმომადგენლები. ტრენინგზე მონაწილეებმა აიმაღლეს საკუღატი ცოდნა და უნარ ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა თანამონაწილეობითი სტრატეგიული დაგეგმვა, რაოდენობრივი კვლევები და ანალიზის მეთოდები და პროექტების დიზაინი და მენეჯმენტი. სამუშაო ჯგუფები მზად არიან სანაპირო დასახლებების სტრატეგიულ გეგმებზე სამუშაოდ. 

 

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს განვითარებისთვის" ხორციელდება  მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.