გრიგოლეთი ლანჩხუთისმუნიციპალიტეტის სოფელია. იგი მდებარეობს გურიისდაბლობზე, შავიზღვისპირას, ზღვისდონიდან 3 მ. ლანჩხუთიდან 25 კმ., სოფელი ცნობილი საკურორტო ადგილია და აქ ათეულობით სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროა განლაგებული.
გრიგოლეთის მეზობლად მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტი ურეკი ცნობილია მაგნიტური ქვიშის პლაჟით, რაც სამკურნალო ტურიზმის მსურველთა დიდ ნაკადს იზიდავს. ურეკისა და გრიგოლეთის სანაპირო ზონები გეოლოგიურად იდენტურია. დადგენილია, რომ ისინი მდინარე სუფსის ჩამონატანით არის ფორმირებული. ეს დანალექი ფენა შეიცავს სხვადასხვა ფორმაციის მაგნიტურ მინერალებს, როგორიცაა ფერომაგნეტიტი, ტიტანომაგნეტიტი, ილმენიტი და სხვა. ხაზგასასმელია, რომ გრიგოლეთის პლაჟი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ტიტანომაგნეტიტს, ვინაიდან იგი ანალოგიურია მისი მიმდებარე ურეკის პლაჟისა. მთელ მსოფლიოში არსებული მაგნეტიტური ქვიშიანი პლაჟებიდან მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გვხვდება ამ მინერალის დიდი კონცენტრაცია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამ კუთხით არის ურეკის სანაპირო პლაჟი. ეს გარემოება დადასტურებულია მე-20 საუკუნის 80-იანი წლებში აქაური პლაჟის მაგნიტური აგეგმვით. სამწუხაროდ, გრიგოლეთის პლაჟის მაგნიტური აგეგმვა არასოდეს არ ჩატარებულა, რადგან, მაშინ გრიგოლეთში საბჭოთა არმიის რადიოსალოკაციო საინჟინრო საჯარისო ნაწილი იყო დისლოცირებული, რაც საიდუმლო ობიექტად ითვლებოდა.
ურეკი და გრიგოლეთი გენეტიკურად ერთი და იგივე წარმოშობისაა. ანომალური მაგნიტური ველი, როგორც ურეკში, გრიგოლეთშიც გამოწვეული უნდა იყოს ტიტანომაგნეტიტის დიდი კონცენტრაციით. მაგნიტოთერაპიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ითვლება, რომ თუ ანომალური ველი აჭარბებს 120 ნანოტესლას, იძლევა შესაძლებლობას ვუმკურნალოთ ადამიანის გულსისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მრავალ დაავადებას მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე. სავარაუდოდ, გრიგოლეთის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქაური ქვიშა ერთნარად ეფექტური უნდა იყოს დაავადებათა ორივე ჯგუფის სამკურნალოდ.
საქართვლოს სასოფლო დარბაზმა საქართელოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭეითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებით დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. ჩვენი პროექტის მიზანიაგურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროს ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდის ხელშეწყობა და შესაბამისად სანაპირო დასახლებების მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ამ მიზნის მისაღწევად იგეგმება გრიგოლეთის ტურისტული ზონის 2 კმ სიგრძის პლაჟის მაგნიტური აგეგმვის საველე სამუშაოების ორგანიზება მეცნიერთა მიერ და მაგნიტური რუკის შედგენა, PR კამპანიის წარმოება გრიგოლეთის პლაჟის სამკურნალო პოტენციალის ცნობადობის გასაზრდელად.ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი სამუშაო ღონისძიებების დაგეგმვა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის. პროექტის პირდაპირი სამიზნე ჯგუფებია სოფელ გრიგოლეთის, დაბა ურეკისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გრიგოლეთში და ურეკში განლაგებული ათობით სასტუმროს მეპატრონეები და თანამშრომლები, გრიგოლეთის და ურეკის სავაჭრო - კომერციული დაწესებულებები, ადგილობრივი კვების ობიექტები, ტუროპერატორები, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, გურიის მხარის გუბერნია, ტურიზმის დეპარტამენტი, გულსისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადების მქონე ვიზიტორები, მოზარდი ვიზიტორები, უცხოელი ტურისტები სამკურნალო ვიზიტით.
განხორციელების შედეგად, გრიგოლეთის პლაჟის 2 კილომეტრზე ჩატარდება ქვიშის მაგნიტური ანომალიის კვლევა. სულ კვლევა განხორციელდება 600 ანათვლის ანალიზის საფუძველზე, ფორმირდება გრიგოლეთის პლაჟის მაგნიტური რუკა, გამოიცემა და 200 ეგზემპლიარად გავრცელდება გრიგოლეთის მაგნიტური რუკის ფერადი ბეჭდვითი ვერსია. რუკის ელექტონული ვერსია განთავსდება სულ მცირე 6 ვებ გვერდზე. რუკა საკუთარ ვებ გვერდებზე განსათავსებლად და ტურისტების რაოდენობის გასაზრელად მიეწოდებათ გრიგოლეთის და ურეკის სასტუმროებს, მომზადდება სამეცნიერო სტატია გრიგოლეთის მაგნიტური ანომალური ველის სიდიდესა და მის მნიშვნელობაზე. სტატია განთავსდება მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში, გრიგოლეთის პლაჟის სამკურნალო პოტენციალის დადგენის შედეგად მომატებული ტურისტული ნაკადი უცილობლად გამოიწვევს გურიის სანაპირო სოფლების მოსახლეობის შემოსავლის ზრდას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული ათობით სასტუმროს მეპატრონეებსა და თანამშრომლებს, სავაჭრო - კომერციული დაწესებულებებს, გრიგოლეთისა და მიმდებარე სოფლების (წყალწმინდა, მალთაყვა) კვების ობიექტებს, ტურ ოპერატორებს გაეზრდებათ ვიზიტორთა რაოდენობა არა მხოლოდ ზაფხულის სეზონში და შესაბამისად შემოსავალი, შემუშავდება და ტურიზმის რეგიონალურ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში ასასახად მუნიციპალიტეტებს მიეწოდება სანაპირო ზონის ტურიზმის და მდგრადი განვითარების დოკუმენტი, დაისახება ინტერ მუნიციპალური ღონისძიებები გურიის სანაპიროზე სამკურნალო ტურიზმის, მაგნიტური ქვიშისა და სანაპირო ფიჭვნარის ბიო კონსერვაციის, ერთობლივი დასუფთავების მიმართულებით, გულსისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადების მქონე ვიზიტორები, უცხოელი ტურისტები შეძლებენ წარმატებულ არა მედიკამენტოზურ მკურნალობას, მოზარდი ვიზიტორები შეძლებენ წარმატებულ არა მედიკამენტოზურ მკურნალობას, სხეულის განვითარებას, გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება საქართველოს რკინიგზის, ავტოსატრანსპორტო კომპანიების და კერძო გადამყვანების შემოსავლები
ამირან გიგიმეიშვილი
საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელი დირექტორი