We have 295 guests and no members online

![]()
საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში დასრულდა სოფელ დაბლაციხის მცხოვრებთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. სულ წარმოდგენილი იყო 2 საპროექტო იდეა: "დაბლაციხეში შინმოუსვლელთა სტენდისა და პარკის კეთილმოწყობა" და "პაიჭაძეების უბანში მოსაცდელის აშენება“. 36 ხმით 5-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა იდეამ "დაბლაციხეში შინმოუსვლელთა სტენდისა და პარკის კეთილმოწყობა". დაბლაცისხის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სოფლის ცენტრში განახლებული რეკრიაციული ზონით.