საქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტი “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“. პროექტის მიზანია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის ამაღლება მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობის გზით, რაც მიიღწევა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ერთობლივი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად და სათემო ინიციატივების გაძლიერებით ადგილობრივი გამოწვევების გადასაჭრელად.
პროექტის ამოცანებია:
პროექტის ფარგლებში ჩოხატაურში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო-სადისკუსიო შეხვედრა, სადაც მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზანსა და ამოცანებს. შეხვედრაზე სამოქალაქო მონიტორინგისთვის გონებრივი იერიშის მეთოდით შეირჩა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“, „„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება“. „„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სერვის ჯგუფი“.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.