ტრენინგები სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებისთვის

Created on 08 June 2025 Hits: 136

monlanსაქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ ფარგლებში 4-5 ივნისს ლანჩხუთში და 6-7 ივნისს ჩოხატაურში ჩატარდა ტრენინგები პროექტის ფარგლებში შერჩეული მობილური ჯგუფებსითვის.

ტრენინგების მიზანი იყო მონაწილეებმა იცოდნენ:

  • სამოქალაქო მონიტორინგის არსი;
  • ინფორმაციის მოპოვება სამოქალაქო მონიტორინგისთვის;
  • მონიტორინგის სახეები (სამართლებრივი, ეკონომიკური საქმიანობის);
  • მონიტორინგის ანგარიშების წერა;
  • მედიაში ადეკვატური ასახვის წესები

monch

ტრენინგი მიმდინარეობა დაფუძნებული იყო ევროპის ფონდის გამოცემებზე - „სამოქალაქო მონიტორინგი მოქალაქეთა მონაწილეობით“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის სახელმძღვანელო“.

ტრენინგები ჩაატარა პროექტის მენეჯერმა ამირან გიგინეიშვილმა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.