მარგარინების შემოწმება ლანჩხუთში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, საქქართველოს სასოფლო დარბაზმა შეიძინა მარგარინების (გამყარებული მცენარეული ცხიმების) ნიმუშები და ლაბორატორიას ჩააბარა. ნიმუშები შემდეგ მაჩვენებლებზე შემოწმდა: მძიმე ლითონები, აფლატოქსინი B1, პესტიციდები, რადიონუკლიდები, მიკრობიოლოგია.

საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია უვნებლობის მთელი რიგი პარამეტრებისა, რომლებსაც მარგარინები (გამყარებული მცენარეული ცხიმები) უნდა აკმაყოფილებდნენ. კვლევებმა მოიცვა „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებითა და ნორმებით“ გათვალისწინებულ უვნებლობის მაჩვენებლები. აქვე აღსანიშნავია, რომ შემოწმებები არ ჩატარებულა მარგარინების ყველა შესაძლო დამაბინძურებელზე.

მარგარინი ფართოდ მოხმარებადი სურსათია. იგი მოიხმარება როგორც უშუალოდ მოქალაქეების, ისე საკონდიტროებისა, თუ კვების ობიექტების მიერ. ასე რომ, ამ პროდუქტის უვნებლობა ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯამრთელობისათვის.

ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მხრიდან მარგარინების ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებლებზე შემოწმებას დიდი ყურადღება არ ეთმობა. 2023-2024 წლებში აღნიშნულ პარამეტრებზე მარგარინების შემოწმება არ მომხდარა.

სასიხარულოა, რომ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა.

Read more...

სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის

undp grc

საქართველოს სასოფლო დარბაზმა, UNDP-ს მხარდაჭერით დაიწყო პროექტი “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“. პროექტის მიზანია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის ამაღლება მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობის გზით, რაც მიიღწევა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ერთობლივი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად და სათემო ინიციატივების გაძლიერებით ადგილობრივი გამოწვევების გადასაჭრელად.

პროექტის ამოცანებია:

  • თითოეულ მუნიციპალიტეტში სამი ა(ა)იპ-ის, სულ 6 ა(ა)იპ-ის შერჩევა მონიტორინგისთვის
  • მონიტორინგის წარმოება სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ
  • დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ა(ა)იპ-ის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით
  • მოქალაქეთა იდეების შერჩევა და განხორციელება 11 000 ლარის ფარგლებში ლანჩხუთის და 11 000 ლარის ფარგლებში ჩოხატაურში

თაფლის უვნებლობის კონტროლი საქართველოში

honey

თბილისი. 2025 წლის 4 მარტი - პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG)      მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე „თაფლის უვნებლობის კონტროლი საქართველოში“. 

CSRDG-იმ თაფლთან დაკავშირებული უვნებლობის საფრთხეებისა და სახელმწიფო კონტროლის საკითხებზე მონიტორინგი განახორციელა. კვლევამ მოიცვა თაფლის უვნებლობის კონტროლის არსებული მექანიზმები, ძირითადი სირთულეები და გამოწვევები. მონიტორინგი ფოკუსირებული იყო ქვეყნის შიდა ბაზარზე თაფლის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე.

მონიტორინგის ანგარიშმა თაფლის უვნებლობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები მოიცვა, როგორებიცაა:

  • მეფუტკრეთა ცნობიერება სურსათის უვნებლობის საკითხებზე და თვითკონტროლის მექანიზმები;
  • ვეტერინარების რაოდენობა;
  • მეწარმეთა რეგისტრაციის მექანიზმები;
  • სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები;
  • ანტიბიოტიკების ნარჩენები თაფლში;
  • კონტროლის ეფექტიანობა და მომხმარებელთა ინფორმირება.

მონიტორინგის პროცესში, მოცემულ თემასთან დაკავშირებით, შესწავლილ იქნა არსებული ოფიციალური დოკუმენტაცია და ანგარიშები, ასევე, შედგა ჩაღრმავებული ინტერვიუები      სურსათის ეროვნული სააგენტოს ოთხ თანამშრომელთან.

Read more...

სურსათის უვნებლობა და ევროინტეგრაცია

ევროკავშირთან ინტეგრაცია მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი არ არის. ის საქართველოს რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობასთან დაკავშირებულ მრავალ სფეროს მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი სფერო სურსათის უვნებლობაცაა. ✅ გიზიარებთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ მომზადებულ ახალ ანიმაციას, რომელიც სურსათის უვნებლობასა და ევროინტეგრაციას ეხება.
 
sursati
 
ანიმაცია ნახეთ აქ: https://mega.nz/file/HIETVIQC#Byzm-tvHaav7V7iE_o05b68szJGbG4G4x7FVTchEzhA
 
 

Notice: Undefined property: JPagination::$pagesTotal in /home/darbazio/domains/darbazi.org.ge/public_html/templates/at_communitygroup_free/html/com_content/category/blog.php on line 115