საქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტის "სასოფლო დასახლებების თვითორგანიზბა ადგილობრივი განვითარებისთვის" განხორციელება, რომელიც წარიმართება ევროპის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.
პროექტის ფარგლებში, პარასკევს 3 აგვისტოს ჩოხატაურში გაიმართა პრესკონფერენცია ადგილობრივ ,მედიასაშუალებებთან. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სამიზნე სოფლების (ბურნათი, ზემო ერკეთი, დაბლაციხე,) წარმომადგენლები.
პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა და რეგიონულმა კოორდინატორმა როლანდ სიხარულიძემ ისაუბრეს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ხაშურის, სენაკისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას, დასახლებათა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ჩვენ გვყავს 30 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე