2015 წლის 12 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურს ესტუმრა ავსტრიაში და საფრანგეთში მოღვაწე მსოფლიო დონის პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელმაც მოინახულა მამისეული კარმიდამო, შეხვდა თანასოფლელებს, გუთურის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
მას შეხვდა აგრეთვე საქართველოს სასოფლო დარბაზის გამგეობის წევრი, ჩოხატაურის სასოფლო დარბაზის გამგეობის თავმჯდომარე ბატონი როლანდი სიხარულიძე, ისაუბრეს გუთურის საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბატონმა როლანდიმ გადასცა მას სასოფლო დარბაზის ოფიციალური წერილი სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ გუთურში 5 წლიანი განვითარების სტრატეგიულ გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სპეციალურად შედგენილი კითხვებით ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა, რომელიც ჩაატარა დარბაზის წევრებმა, კითხვებს შორის ერთერთი კითხვა იყო თუ რომელ 3 იფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაუჭერდნენ მხარს გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ახალი სკოლის აშენებას დაუჭირა მხარი, აქედან გამომდინარე ქალბატონ ელისოს წერილის მეშვეობით გადაეცა სოფლის მისახლეობის თხოვნა, შესაძლებლობის ფარგლებში დახმაროს სოფელს ახალი სკოლის აშენების საკითხის დაჩქარებაში სკოლისა სადაც სწავლობდა თავისი მამა ბატონი ზაურ ბოლქვაძე, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე და გარკვეული დროის განმავლობაში თვით ქალბატონი ელისო.
ჩვენ გვყავს 46 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე