საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი

109210395 893552101140836 6658307057891201418 nდღეს, ,,საქართველოს სასოფლო დარბაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, პროექტის "საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორის" შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
,,საკრებულოს ელექტრონული მენეჯერი“ არის ვებ-პლატფორმა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
მისი საშუალებით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება შეიტყოს საკრებულოში დაგეგმილი ყველა ღონისძიების შესახებ, უშუალოდ დაუკავშირდეს ნებისმიერ საკრებულოს წევრს, აპარატის წარმომადგენლებს, მიწეროს წერილი ან განახორციელოს სატელეფონი კომუნიკაცია მათთან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სისტემა გამჭვირვალეა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საჯაროა რამდენ წერილს უპასუხა ადრესატმა და აქვს თუა არა ასევე უპასუხო შეტყობინებები.
პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში ხორციელდება.

Round table meeting in the GRC office

Round1“Electronic Communicator of Accountability and Transparency of Sakrebulo” - is the name of the project, implementation of which started in Lanchkhuti.

The first meeting of the focus group was held on June 11 by the Georgian Rural Hall. Amiran Gigineishvili was the leader. The purpose of the meeting was to discuss the possible structure and design of the electronic manager of Sakrebulo activity.

The work is being carried out within the framework of the project “A common forum for #CSOs from #Guria#Imereti and #Racha-Lechkhumi for #PAR Roadmap monitoring”, with the support of the European Union in Georgia

მრგვალი მაგიდის შეხვერდა

Round1საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორიეგიდით ჩატარდა მრგვალი მაგიდის შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო საკრებულო საქმიანობის ელექტრონული მენეჯერის შესაძლო სტრუქტურისა და დიზაინის განხილვა. მრგვალი მაგიდა მიჰყავდა ამირან გიგინეიშვილს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის, „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი

spectri

  საქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტის, საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორის" განხორციელება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის, „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძირითადად არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიზეზი - არა ინფორმირება, არსებული სერვისების გამოყენების სირთულე და ხელმიუწვდომლობა. მოსახლეობას პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის შეკითხვის, თხოვნის, მოთხოვნის, წინადადებისა და შენიშვნის ელექტრონულად უშუალოდ დასმის საშუალება არა აქვს შესაბამისი სერვისის არ არსებობის გამო. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ კი საკრებულოს მიერ ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამ ტექნოლოგიების პერმანენტული გამოყენების უზრუნველყოფა, რომლებიც უცილობლად შეუწყობს ხელს ზემოაღნიშნული პრობლემების კარდინალურ აღმოფხვრას. პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია შემდეგი ამოცანების მეშვეობით: საკრებულოს საქმიანობის ელექტრონული კომუნიკატორის ვებ-აპლიკაციის ტექნიკური მოთხოვნებისა და დიზაინის ფორმირება; აპლიკაციის შემუშავება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება; საკრებულოს აპარატის პერსონალისთვის ვებ აპლიკაციის მართვის ცოდნისა და უნარ - ჩვევების გაზრდა; მოსახლეობის ინფორმირება აპლიკაციის შესაძლებლობისა და გამოყენების შესახებ; ვებ აპლიკაციის ადმინისტრირება.

Read more...