საქართველოს სასოფლო დარბაზის მისია
სსდ-ის მისიაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის.
აღნიშნული მისიის განსახორციელებლად სსდ მჭიდროდ ითანამშრომლებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ და საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში თაფლის ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით (CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.
საქართველოს კანონმდებლობით, ასობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა რეგლამენტირებული, მათ შორის, ანტიბიოტიკები. ქლორამფენიკოლი და ნიტროიმიდაზოლების ჯგუფში შემავალი პრეპარატების ნაწილის შემცველობა სურსათში საერთოდ აკრძალულია, დანარჩენები კი საერთოდ არაა რეგლამენტირებული და მოწმდება ევროკავშირში არსებული ნორმების მიხედვით.
კვლევები ჩატარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში.
სულ 4 ნიმუში შემოწმდა, 2 - არაეტიკეტირებული, ასევე 2 - ეტიკეტირებული. 2 ნიმუში ქლორამფენიკოლის შემცველობაზე შემოწმდა, ასევე 2 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე.
ანტიბიოტიკების შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა.
საქართელოს სასოფლო დარბაზი არის საქართველო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაცია და ახორციელებს პროექტს "უსაფრთხო საკვები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს".
ქვემოთ მოყვანილ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ახალი ბუკლეტები „სურსათის უვნებლობა“.
ჩვენ გვყავს 5 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე