25 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო დიდუბე პლაზაში ჩატარდა პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების გაძლიერების ხელშეწყობა" შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სასოფლო დარბაზის საბჭოს წევრები ყვარლიდან, ხაშურიდან, ლანჩხუთიდან, ჩოხატაურიდან, გარდაბნიდან, მიკრო პროექტების განმახორციელებელი ჯგუფების წარმომადგენლები საგარეჯოდან, ქარელიდან, ბორჯომიდან, ხობიდან, ზუგდიდიდან, სამტრედიიდან, ვანიდან და ქობულეთიდან. კონფერენციაზე სტუმრად იმყოფებოდნენ წარმომადგენლები პოლონეთიდან.
კონფერენცია მიჰყავდათ საერთასორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას" პრეზიდენტ ბატონ გიორგი მესხიძესა და სსდ-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ამირან გიგინეიშვილს. კონფერენციაზე განხილული იქნა საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ჩატარებული საქმიანობა და სამომავლო სტრატეგია. მიკროპროექტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. პოლონელმა სტუმრებმა მონაწილეებს გაუზიარეს სათემო მობილიზაციის კარგი პოლონური მაგალითები. კონფერენციის შედეგები შეაჯამა პროექტ "გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების გაძლიერების ხელშეწყობის" დირექტორმა ქალბატონმა მაჟენა რაფელსკამ, პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორის" წარმომადგენელმა.
პროექტი დაფინანსებულია "პოლონეთის სოლიდარობის ფონდისა" და "პოლონეთის დახმარების" მიერ.