პრესკონფერენცია ჩოხატაურში

შექმნილია 08 აგვისტო 2018 გადასვლები: 6250

38521502 1047770312047312 4900990398396104704 nსაქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტის "სასოფლო დასახლებების თვითორგანიზბა ადგილბრივი განვითარებისთვის" განხორციელება, რომელიც წარიმართება ევროპის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. 

პროექტის ფარგლებში, პარასკევს 3 აგვისტოს  ჩოხატაურში გაიმართა პრესკონფერენცია ადგილობრივ ,მედიასაშუალებებთან. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სამიზნე სოფლების (ბურნათი, ზემო ერკეთი, დაბლაციხე,) წარმომადგენლები.

პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა და რეგიონულმა კოორდინატორმა როლანდ სიხარულიძემ ისაუბრეს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ხაშურის, სენაკისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას, დასახლებათა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.