საქართველოს სასოფლო დარბაზი ახორციელებს პროექტს “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წესების შესაბამისად ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პროექტის დაფინანსებით განხორციელდეს 2-2 აქტივობა, თითოეულს 5500 ლარის ოდენობით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სასოფლო დარბაზი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
ჩოხატაურში მოსახლეობის მიერ მოწოდებული აქტივობების სია:
N | საპროექტო იდეა | სავარაუდო ფასი | დაშვებადობა |
1 | საბავშვო მინი ატრაქციონი სოფ გუთურში | 5500 | დიახ |
2 | სახელოვნებო სკოლისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა | 5500 | დიახ |
3 | რამდენიმე სეპარაციული ნაგვის ურნის შეძენა დაბის ტერიტორიიისთვის | 5500 | დიახ |
4 | სოფ.გუთურში გასართობი ,,კარაოკე“ ცენტრის გაკეთება | 5500 | დიახ |
5 | სოფ ჯვარცხმაში თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცის მოწყობა ( ინტერნეტი, (Wi-Fi) კომპიუტერი, პრინტერი და ა.შ} | 5500 | დიახ |
6 | ცენტრალური ბიბლიოთეკის განახლება გარემონტება | 14500 | არა |
7 | სოფ ჯვარცხმაში გასართობი ცენტრის მოწყობა | 5500 | დიახ |
8 | სოფ გუთურში თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცის მოწყობა ( ინტერნეტი, (Wi-Fi) კომპიუტერი, პრინტერი და ა.შ} | 5500 | დიახ |
9 | ცენტრალური ბიბლიოთეკის ელექტრონული წიგნებისთვის ციფრული ტექნიკის შეძენა და სივრცის მოწყობა | 5500 | დიახ |
10 | სამხატვრო წრისთვის ტექ-ინვენტარის განახლება | 5500 | დიახ |
11 | ა(ა)იპ სერვის ჯგუფისთვის ვებგვერდის შექმნა | 5500 | დიახ |