ჩვენ გვყავს 27 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე
საქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტი “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“. პროექტის მიზანია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის ამაღლება მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობის გზით, რაც მიიღწევა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ერთობლივი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად და სათემო ინიციატივების გაძლიერებით ადგილობრივი გამოწვევების გადასაჭრელად.
პროექტის ამოცანებია:
პროექტის ფარგლებში ლანჩხუთში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო-სადისკუსიო შეხვედრა, სადაც მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზანსა და ამოცანებს. შეხვედრაზე სამოქალაქო მონიტორინგისთვის შეირჩა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“, “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი “, “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სამუსიკო სკოლათა გაერთიანება “
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.