ლანჩხუთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა გზამკვლევები
- 15 თებერვალი 2026
- გადასვლები: 42
საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 7). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად კი, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (მუხლი 2). ამდენად, კანონმდებლობით თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერთოს მისი ქალაქის, დაბის, თემის, სოფლისა თუ უბნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და მის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვოს პრობლემების მოგვარება და მუნიციპალური მომსახურებების მიწოდება.
უფლებამოსილების შესრულებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი ბიუჯეტია. თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლება, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვაზე.
იმისათვის, რომ მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უნდა იცოდეს:







საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ დასაფინანსებლად წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექრონული კენჭისყრის პროცესი დასრულდა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წესების შესაბამისად ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პროექტის დაფინანსებით განხორციელდება 2-2 აქტივობა, თითოეული 5500 ლარის ოდენობით.
