18 სექტემბერს პროექტის "სასოფლო თემების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში" მენეჯერი მაჟენა რაფელსკა და პროექტის კოორდინატორი ამირან გიგინეიშვილი ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს, მიკრო პროექტების განმახორციელებელი ჯგუფების წევრებს შეხვდნენ. ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა დაწვრილებით ისაუბრეს მიკრო პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესახებ. აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათ განხორციელებაში ადგილობრივი თემების წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობა.
როექტს ახორციელებენ პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორი", საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" და საქართველოს სასოფლო დარბაზი. პროექტს აფინანსებენ "პოლონეთის სოლიდარობის ფონდი" და "პოლონეთის დახმარება".