იცი თუ არა, რომ შენ მეზობლებთან ერთად შეგიძლია:
განიხილოთ თქვენი სოფლის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენად მოამზადოთ შესაბამისი წინადადებები;
განიხილოთ სოფელში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და შესაბამისად მუნიციპალიტეტს წარუდგინოთ დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
განიხილოთ მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადო შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
ორგანიზება გაუწიოთ სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში სოფლის ჩართვას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოთ მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
მიიღოთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
განიხილოთ დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები, რადგან უთქვენოდ ამ საკითხს ვეღარ გადაწყვეტენ;
განიხილოთ სოფელში არსებული ქონების გაყიდვის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოთ საკუთარი შენიშვნები - უთქვნოდ ქონებას ვერ გაყიდიან;
დავალებები მისცეთ თქვენს მიერ არჩეულ საერთო კრების რჩეულს;
განახორციელოთ ასევე სხვა საკითხებიც, რაც სოფელს აწუხებს.
იცი თუ არა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან:
განიხილონ შენი და შენი თანასოფლელების ერთობლივი გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი განსაზღვრულ ვადებში გაცნობონ?
მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებული გახდება უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით შენთან და შენს თანასოფლელებთან შეხვედრა და ანგარიშის ჩაბარება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
იცი თუ არა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიანსანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ მოგაწოდონ განსახილველად:
შენს სოფელში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე;
სოფლის საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები.
მაგრამ!
ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახერხებთ საკუთარი ინიციატივით სოფლის საერთო კრების ორგანიზებას და შენ და შენი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი, მიხვალთ სოფლის საერთო კრებაზე.
თუ არ მოიწვევთ კრებას ან მეზობლები მოიწვევენ და არ მიხვალთ, მაშინ რაც ზემოთ წაიკითხე, ყველაფერი დაივიწყე, რადგან სოფლის საერთო კრება მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი და ძალის მქონე, როცა მას სოფლის მოსახლეობის სულ მცირე 20% ესწრება. ხელისუფლებასაც მხოლოდ ამ შემთხვევაში ექმნება სრული ვალდებულება მოგისმინოს, პასუხი გაგცეს და შეასრულოს რაც სოფელს უნდა!
გახადე ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებული აქტიურად მოგემსახუროს.
სოფლის ძალა, სოფლის ერთობაშია!
საერთო კრების რჩეული
საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სოფლის კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.
საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება ახალ რჩეულს არ აირჩევს. კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.
მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით განსაზღვრული სხვა ფორმებია:
პეტიცია, რომლის სახითაცსახით საკრებულოს შეიძლება კრებამ წარუდგინოს:
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;
მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
სოფლის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.
პეტიციის წარდგენოს უფლება, შენი სოფლის საერთო კრებას აქვს. თუ სოფელში ვერ შეიკრიბა საერთო კრება, მაშინ პეტიციის წარსადგენად ლანჩხუთის ყველა ამომრჩევლის 1% ხელწერების მოგროვება იქნება საჭირო!
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო: რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. გამგებელი არ არის ვალდებული სრულად გაითვალისწინოს საბჭოს რჩევები ან საერთოდ, ყავდეს მრჩეველთა საბჭო.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა: საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომები საჯაროა. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, დაესწროს სხდომებს.
ჩვენ დაგეხმარებით. მოგვმართეთ: საქართველოს სასოფლო დარბაზი, ლანჩხუთი, ჟორდანიას 107. ტ. 599 56 48 77 ან 599 917 925. ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ბროშურისმომზადება შესაძლებელი გახდა ევროპის ფონდისმხარდაჭერითდაშვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში. ბროშურის შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს სასოფლო დარბაზი“. მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან ევროპის ფონდის შეხედულებებს.