შექმნილია 23 სექტემბერი 2020
გადასვლები: 2777
საქართველოს სასოფლო დარბაზმა ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ განხორციელება.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა განაცხადა, პროექტის მიზანია არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით ჩამოყალიბდება მობილური ჯგუფები და მოსახლეობის ინფორმირება მოხდება ბეჭდური მედიის საშუალებით. საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად დაიწყება ა(ა)იპ-ის თანამშრომლების გადამზადება.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.