საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში ყველის ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით (CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.
საქართველოს სასოფლო დარბაზმა განახორციელა ყველის ნიმუშების შესყიდვა და ლაბორატორიული შემოწმების უზრუნველყოფა. ლანჩხუთის სხვადასხვა მაღაზიებსა და ბაზრობაზე შევიძინეთ 5 დასახელების ყველი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ქალაქ ქუთაისში. შესყიდული იქნა საქართველოში წარმოებული, ქარხნულად დამზადებული ყველის 2 ნიმუში და 3 ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობაში დამზადებული ნიმუში.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, ყველის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. ყველი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ძალზედ მნიშველოვანია მისი სისუფთავეზე შემოწმება. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხორციელდა შემოწმება ჩვენს მიერ.
შემოწმებული ნიმუშების სია:
პროდუქტის დასახელება: იმერული ყველი, არაეტიკეტირებული
მწარმოებელი: რუსუდან კუნჭულია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, შუხუთი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: არ არის მითითებული
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ბაზრობა „იმერეთი“. შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
კვლევის შედეგი: კოლიფორმული ბაქტერიები არ აღმოჩნდა. სალმონელა არ არმოჩნდა. ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: იმერული ყველი, არაეტიკეტირებული
მწარმოებელი: ლამარა ტონაგონიანი, ლანჩხუთი, ებრალიძის 18.
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: არ არის მითითებული
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ბაზრობა „იმერეთი“. შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
კვლევის შედეგი: კოლიფორმული ბაქტერიები არ აღმოჩნდა. სალმონელა არ აღმოჩნდა. ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: იმერული ყველი, არაეტიკეტირებული
მწარმოებელი: გერონტი პატარაია, ლანჩხუთი, ჩიბათი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: არ არის მითითებული
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ფერმა ჩიბათში. შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
კვლევის შედეგი: კოლიფორმული ბაქტერიები აღმოჩნდა. კოაგულაზა აღმოჩნდა. ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული, „ცეზარის ყველი“ - ეტიკეტირებული.
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს „რძის პროდუქტების კომპანია ცეზარი“, მისამართი: საქართველო, წალკა, სოფ. საყდრიონი.
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 02.09.2023. შენახვის ვადა 45 დღე.
შესყიდვის ადგილი: მაღაზია ორი ნაბიჯი, ლანჩხუთი. შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
კვლევის შედეგი: კვლევის შედეგი: კოლიფორმული ბაქტერიები არ აღმოჩნდა. სალმონელა არ აღმოჩნდა. ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული, „იმერულა“ - ეტიკეტირებული.
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს „იმერულა“, მისამართი: საქართველო, ქუთაისი, წერეთლის 186
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 17.09.2023 – 25.10.2023
შესყიდვის ადგილი: ნათია კილაძის მაღაზია, ლანჩხუთი, ჟორდანიას 122. შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
კვლევის შედეგი: კოლიფორმული ბაქტერიები არ აღმოჩნდა. კოაგულაზა აღმოჩნდა დასაშვები რაოდენობით. ანალიზის პასუხი
გაიგზავნა წერილები შესაბამის მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.