ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე პროექტების მეშვეობით გერმანიის საელჩო
მრავალი წელია ეხმარება საქართველოს მოსახლეობის ღარიბ და უღარიბეს ფენებს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. საქმე ეხება ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების (სახელმწიფო ან კერძო) დამოუკიდებელ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც გერმანიის საელჩოს ფინანსური დახმარებით იქნება შესაძლებელი. 2015 წლის პროექტებისათვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ახალი განაცხადები მიიღება 2015 წლის 28 თებერვლამდე. განაცხადის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია დაფინანსების კრიტერიუმების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: Deusche Botschaft Tiflis
ჩვენ გვყავს 31 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე