2017 წლის 17 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ხოლო 18 მარტს სოფელ ეწერში ჩატარდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული დასახლების საერთო კრებები. კრებები ჩატარდა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" სრული დაცვით. კრებებზე განხილული იქნა 2 საკითხი, კრების რჩეულის არჩევა და სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია. რჩეულად გრიგოლეთში აირჩიეს აკაკი კვაჭაძე, ხოლო ეწერში ზვიად ნაკაიძე. გრიგოლეთის უმთავრესი პრობლმებია ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების არ არსებობა, საგზაო რეგულირების მოუწესრიგებლობა და დამისამართების არ არსებობა. ეწრის პრობლემებია წყალგაყვანილობის არ არსებობა, დაზიანებული შიდა გზა და თხილის დაავადება. იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი კრების ოქმთან ერთად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირებისთვის.
ღონისძიებები ჩატარდა ევროპის ფონდისმხარდაჭერითდაშვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში.
იცი თუ არა, რომ შენ მეზობლებთან ერთად შეგიძლია:
განიხილოთ თქვენი სოფლის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენად მოამზადოთ შესაბამისი წინადადებები;
განიხილოთ სოფელში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და შესაბამისად მუნიციპალიტეტს წარუდგინოთ დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
განიხილოთ მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადო შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
ორგანიზება გაუწიოთ სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში სოფლის ჩართვას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოთ მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
მიიღოთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
განიხილოთ დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები, რადგან უთქვენოდ ამ საკითხს ვეღარ გადაწყვეტენ;
საქართველოს ორგანული კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ადგილობრივი თვითთმართველობა განმარტებულია როგორც „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“გამომდინარე ამ განმარტებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, როგორც ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელების უმთავრესი მექანიზმისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის სრულფასოვანი უზრუნველყოფა. ამასვე ამბობს „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სადაც აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ლეგიტიმურია მხოლოდ არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი სტრუქტურის შემთხვევაში, „ეს დებულება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს მოქალაქეთა მონაწილეობაზე ასემბლეებში, რეფერენდუმებში და ნებისმიერი სახის პირდაპირ მონაწილეობაზე იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია“ (მუხლი 3.2). სწორედ ამ საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, 2015 წლის 22 ივლისს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, განხორციელდა ცვლილება და მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმად განისაზღვრა დასახლების (სოფლის) საერთო კრება.
საქაართველოს სასოფლო დარბაზის აღამსრულბელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა პრეს კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიება მიეძღვნა ორგანიზაციის პროექტს "გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის ხელშეწყობა" პროექტი ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში დასახლების საერთო კრებების ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით. პროექტი დაფინანსებულია "ევროპის ფონდის" მიერ.
ჩვენ გვყავს 12 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე