პროექტი: "თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის"
დამფინანსებელი: UNDP
პროექტის მიზანი: ხელი შეეწყოს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის წარმართვას და საზოგადოების მონაწილეობით სოფლების განვითარების ხელშეწყობას რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობას, მათ პოლიტიკას გახდის მოსახლეობაზე მეტად ორიენტირებულს, გაზრდის მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.
პროექტის ვადები: 2022-2023
პროექტი: "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის"
დამფინანსებელი: ევროპის ფონდი
პროექტის მიზანია საქართველოს სასოფლო დარბაზისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების კოალიციური ძალისხმევით, განხორციელდეს ლანჩხუთის, სენაკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების კონსოლიდაცია, რათა მათთან ერთად, სამოქალაქო მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენებით, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, სოციალურდ და ეკონომიკურ ჭრილში განსჯადი გავხადოთ ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობა, დავეხმაროთ ა.ი.პ.-ებს თავიანთი სერვისების გაუმჯობესებაში და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებაში.
პროექტი: "საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი"
დაფინანსებულია პროექტის „გურიის, იმერეთისადარაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქ ოსაზოგადოები სორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგი სმიზნით”, ფარგლებსი რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.
პროექტის მიზანი:ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროექტი "გურიის რეგიონის სამკურნალო ტურიზმის პოტენციალის ზრდა გრიგოლეთის პლაჟის ქვიშის ანომალური მაგნიტური რუკის ფორმირების საფუძველზე"
დამფინანსებელი: საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პროექტის მიზანია გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროს ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდის ხელშეწყობა და შესაბამისად სანაპირო დასახლებების მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
პროექტი: „სასოფლო დასახლებების თვითორგანიზება ადგილობრივი განვითარებისთვის“
დამფინანსებელი: ევროპის ფონდი
პროეტის მიზანია ჩოხატაურის, სენაკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების 9 სოფელში დასახლების საერთო კრებების ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით.
პროექტი: ""გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის ხელშეწყობა"
დამფინანსებელი: ევროპის ფონდი, შვედეთის განვითარების სააგენტო
პროეტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში დასახლების საერთო კრებების ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით.
პროექტი: "სასოფლო თემების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში"
დამფინანსებელი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
კოალიცია: ასოციაცია "ედუკატორი", პოლონეთი
პროეტის მიზანია ხელი შეუწყოს სსდ-ს ორგანიზაციულ განვითარებას და ახალგაზრდების გააქტიურებას სასოფლო დასახლებებში, თემების მიერ ინიცირებული მიკრო პროექტების დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ხელსეწყობას.
პროექტი: "თანამშრომლობა გურის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის"
დამფინანსებელი: UNDP, SCO, ADC
კოალიცია: ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები
. 10 თვე.
პროექტი: საზოგადოებრივი მონიტორინგი გურიის სანაპირო სოფლების განვითარებისათვის.
დამფინანსებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
კოალიცია: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
. 10 თვე.
პროექტი: "მოქალაქეთა მონაწილეობის ამაღლება"
დამფინანსებელი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
.
ჩვენ გვყავს 2 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე