darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)

FB

  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 225 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

საწყისი

ტრენინგ კურსი ლანჩხუთის მუნიციპალური აიპ-ბის თანამშრომლებისთვის

შექმნილია 11 თებერვალი 2021 გადასვლები: 5777

148620607 839961146844892 7106917238315259970 n 2021 წლის 8-11 თებერვალს საქართველოს სასოფლო დარბაზის ოფისში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები. ტრენინგს ასევე დაესწრნენ ახლად დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების "ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის" და "რუდუნის" წარმომადგენლები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.

 

„სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“

შექმნილია 23 სექტემბერი 2020 გადასვლები: 5600
ami20საქართველოს სასოფლო დარბაზმა ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ განხორციელება.
 
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა განაცხადა, პროექტის მიზანია არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით ჩამოყალიბდება მობილური ჯგუფები და მოსახლეობის ინფორმირება მოხდება ბეჭდური მედიის საშუალებით. საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად დაიწყება ა(ა)იპ-ის თანამშრომლების გადამზადება.
 
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია

 
 

დაიწყო პროექტის “სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ განხორციელება

შექმნილია 23 სექტემბერი 2020 გადასვლები: 5572

საქართველოს სასოფლო დარბაზმა ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის “სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ განხორციელება.

პროექტის მიზანია საქართველოს სასოფლო დარბაზისა და ადგილობრივი მედია საშუალებების კოალიციური ძალისხმევით, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში განსჯადი გავხადოთ სენაკის, ხაშურისა და ლანჩხუთის მუნიციპალური ცხრა არასამეწარმეო იურიდიული პირის (ა.ი.პ.) საქმიანობა. დავეხმაროთ ა.ი.პ.-ებს თავიანთი სერვისების გაუმჯობესებაში და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში.

კოალიცია ადგილებზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩამოაყალიბებს სამოქალაქო მონიტორინგის მობილურ ჯგუფებს. განახორციელებს სამიზნე ა.ი.პ.-ების საქმიანობის მონიტორინგის და მედიის საშუალებით მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

საზოგადოებისათვის მიწოდებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით მომზადდება მოქალაქეთა ანგარიშგების ბარათები, ჩატარდება სამიზნე აუდიტორიის კვლევა. ა.ი.პ.-ების პერსონალი შეიძენს მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებს რათა უკეთ შეძლონ ბენეფიციარებთან კომუნიკაცია და გააუმჯობესონ მათთვის შეთავაზებული სერვისები;

პროექტის ამოცანებია:

  • თითოეულმუნიციპალიტეტში სამი სამიზნე ა.ი.პ.-ის შერჩევა, მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელებისათვის.
  • მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის მობილური ჯგუფების ჩამოყალიბება და მათთვის ამ პროცესის განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გადაცემა. მონიტორინგის წარმოება
  • ბეჭდური მედიის საშუალებით, საზოგადოების ინფორმირება არასამეწარმეო იურიდიული პირების (ა.ი.პ) საქმიანობისა და სამიზნე ა.ი.პ.-ებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.
  • შერჩეული ა.ი.პ.-ებისათვის, მათ მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით მოქალაქეთა ანგარიშგების ბარათების მომზადება, სამიზნე აუდიტორიასთან კვლევის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება. ა.ი.პ.-ების პერსონალისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გადაცემა საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მიზნით.

პროექტის საბოლოო მომხმარებლებს წარმოადგენენ ხაშურის მუნიციპალიტეტის 52000 - მცხოვრები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 31000-მდე მცხოვრები და სენაკის მუნიციპალიტეტის 40000-დე მცხოვრები, როგორც მუნიციპალური სერვისების მომხმარებელი თემები, სულ მცირე 123 000 ადამიანი. ცოდნასა და უნარებს აიმაღლებს აიპ-ბის 60 წარმომადგენელი. მონიტორინგის შედეგებს გაეცნობა სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სულ მცირე 30%, პროცესში ჩაერთვებიან სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოები და მერიის სამსახურები და რა თქმა უნდა 9 მუნიციპალური აიპ-ს შემადგენლობა.

საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი

შექმნილია 17 ივლისი 2020 გადასვლები: 5779

109210395 893552101140836 6658307057891201418 nდღეს, ,,საქართველოს სასოფლო დარბაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, პროექტის "საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორის" შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
,,საკრებულოს ელექტრონული მენეჯერი“ არის ვებ-პლატფორმა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
მისი საშუალებით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება შეიტყოს საკრებულოში დაგეგმილი ყველა ღონისძიების შესახებ, უშუალოდ დაუკავშირდეს ნებისმიერ საკრებულოს წევრს, აპარატის წარმომადგენლებს, მიწეროს წერილი ან განახორციელოს სატელეფონი კომუნიკაცია მათთან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სისტემა გამჭვირვალეა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საჯაროა რამდენ წერილს უპასუხა ადრესატმა და აქვს თუა არა ასევე უპასუხო შეტყობინებები.
პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში ხორციელდება.

მრგვალი მაგიდის შეხვერდა

შექმნილია 11 ივნისი 2020 გადასვლები: 5763

Round1საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორის" ეგიდით ჩატარდა მრგვალი მაგიდის შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო საკრებულო საქმიანობის ელექტრონული მენეჯერის შესაძლო სტრუქტურისა და დიზაინის განხილვა. მრგვალი მაგიდა მიჰყავდა ამირან გიგინეიშვილს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის, „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი

შექმნილია 05 ივნისი 2020 გადასვლები: 5957

spectri

  საქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტის, საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორის" განხორციელება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის, „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძირითადად არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიზეზი - არა ინფორმირება, არსებული სერვისების გამოყენების სირთულე და ხელმიუწვდომლობა. მოსახლეობას პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის შეკითხვის, თხოვნის, მოთხოვნის, წინადადებისა და შენიშვნის ელექტრონულად უშუალოდ დასმის საშუალება არა აქვს შესაბამისი სერვისის არ არსებობის გამო. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ კი საკრებულოს მიერ ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამ ტექნოლოგიების პერმანენტული გამოყენების უზრუნველყოფა, რომლებიც უცილობლად შეუწყობს ხელს ზემოაღნიშნული პრობლემების კარდინალურ აღმოფხვრას. პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია შემდეგი ამოცანების მეშვეობით: საკრებულოს საქმიანობის ელექტრონული კომუნიკატორის ვებ-აპლიკაციის ტექნიკური მოთხოვნებისა და დიზაინის ფორმირება; აპლიკაციის შემუშავება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება; საკრებულოს აპარატის პერსონალისთვის ვებ აპლიკაციის მართვის ცოდნისა და უნარ - ჩვევების გაზრდა; მოსახლეობის ინფორმირება აპლიკაციის შესაძლებლობისა და გამოყენების შესახებ; ვებ აპლიკაციის ადმინისტრირება.

ვრცლად...

მეტი სტატია...

  1. ცნობილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის შედეგები
  2. გურიის რეგიონის სამკურნალო ტურიზმის განვითარებისთვის
  3. პრესკონფერენცია ხაშურში
  4. პრესკონფერენცია სენაკში

Page 8 of 13

  • Start
  • წინა
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com